პანდემია და მსოფლიო

07 ივნისი 2020, 20:30 2556 ნახვა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა და 11  გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 809 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 674  ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13. საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

ქვეყანაში გადაადგილება ხვალ უკვე საქალქთაშორისო ტრანსპორტით განახლდება, მუშაობას სრულად აღადგენენ რესტორნები, მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნა საჯარო სამსახურები. ქვეყანა ტურიზმის გასახსნელად ემზადება. ყველაფერი ეს იმ რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა ხორციელდეს, რაც ქვეყანაში მედიკოსების,  ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ არის შემუშავებული. 

მკაცრი შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან სხვა ქვეყნებიც. იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია - ქვეყნებმა ეტაპობრივად შეამსუბუქეს შეზღუდვები, კომენდატის საათი უქმდება ნიუ-იორკში, თუმცა კოვიდ 19-ის გავრცელების და სიკვდილიანობის მიხედვით რთულია ვითარება რამდენიმე ქვეყანაში. ერთ-ერთია მეზობელი სომხეთი. „ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის“- ამბობს ქვეყნის პრემიერი. რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში