ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, კორონავირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა.