ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები. გიორგი კვირიკაშვილმა 1 საათის განმავლობაში ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. “ეს იქნება ჩვენი დაბრუნდება ევროპაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ” - თქვა პრემიერმა. გამოსვლის შემდეგ კვირიკაშვილს კითხვები დაუსვეს.