ქუთაისში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

04 ივნისი 2020, 16:01 2050 ნახვა

ქუთაისის ცენტრალურ უბანში დღეს სროლის ხმა ისმოდა. საფიჩხიაზე მომხდარი ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და სავარაუდოდ, გასროლა მოყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარ სროლაზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბიზნესმენის ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერ ფლობაშია იარაღი, რომლითაც რამდენჯერმე მოხდა გასროლა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი