აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი ადვოკატის კომპეტენციას უწუნებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს აღარ ექვემდებარება და აქციის მონაწილეების მოთხოვნების ადრესატი იუსტიციის სამინისტრო არ არის. ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან მიმდინარეობს.