2 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი, ანუ საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის პროცესი 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.
ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მშობლებს სკოლაში სრული დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულად ან მატერიალური სახით შეეძლებათ.