კორონავირუსმა ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგიც შეცვალა. ანიჭებს თუ არა უპირატესობას მმართველ გუნდს პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და როგორ აისახება ეს ამომრჩევლების განწყობაზე? გაწეული სამუშაოების ანგარიში პრემიერმინისტრმა პარლამენტში დეპუტატებს წარუდგინა.
მთავარი აქცენტები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა, თუმცა დეპუტატების კითხვები ცხადია, ამით არ შემოიფარგლებოდა. მწვავე იყო ოპონენტების შეფასებები მაშინაც, როცა გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოცხადდა.