საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე - შეფასებები

29 მაისი 2020, 18:05 1466 ნახვა

დიახ, დღეიდან ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რიგებს შუერთდა. პროცესის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია. მათი მტკიცებით, არჩევის პროცესი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ არაერთი პრინციპს არღვევს. ამბობენ, რომ პროცესი გაუმჭვირვალე იყო და არსებობდა გავლენების გაძლიერების საფრთხე. ისინი მოუწოდებდნენ პლენუმს, რომ შეერჩიათ, მაგრამ არ დაემტკიცებინათ კანდიდატი. კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ უცნობი იყო მოსამართლის კანდიდატურა. პასუხად გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი არის განსხვავებული. ასევე, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ ამბობს, რომ ვასილ როინიშვილი არ არის ე.წ. „კლანის“ წევრი, არამედ არის ღირსეული მოსამართლე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში