ენმ არამიზნობრივ ხარჯებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

29 მაისი 2020, 12:19 1408 ნახვა

ერთი  მილიარდი ლარის  არამიზნობრივ ხარჯვასა და  კორუფციაში  ადანაშაულებს ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.  რეზო ხარაზი  ირწმუნება, რომ 2013 წლიდან დღემდე  აჭარაში დაგეგმილი  50  პროექტი არ შესრულდა ან  უხარისხოდ შესრულდა, საიდანაც თანხები  მაღალჩინოსნებმა მოიპარეს. მაგალითად ხარაზს ხულო - ზარზმის გზის, დაბა ხულოს  წყლის სისტემის, სარფის  ნაპირსამაგრი სამუშაოების,  ნაგავსაყრელის, ქობულეთის ფიჭვნარის სპორტული ბაზის, მუხაესტატეს ჭაბურღილებისა და სხვა პროექტები მოჰყავს.

ხარაზის განცხადებით  წლების განმავლობაში  პროექტების ნაწილი თავად პარტიამ, ნაწილი  კი  სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა და დარღვევებიც გამოავლინა. ხარაზი ამბობს, რომ მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო  პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა  50  წერილიდან რეაგირება  არც ერთზე არ მომხდარა.

აჭარის მთავროაბში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ დასახელებულ ბრალდებებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში