ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ინდივიდუალური დამცავი საშუალებები გადასცა საჩუქრად მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ. სამედიცინო აღჭურვილობა მედპერსონალისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიიტანეს.
ჯამში კლინიკაში კორონავირუსზე 70 პაციენტს უმკურნალეს. ბოლო პაციენტი „ მედალფადან“ რამდენიმე დღის წინ გაწერეს. ამ ეტაპზე მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფება. კლინიკა კი შესაძლოა მოცდის რეჟიმზე გადავიდეს.