პრემიერის განცხადებით, ის სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ჩართულნი არიან "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
"სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება და ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული" – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.
გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს.