გიორგი გახარიას ანგარიში

27 მაისი 2020, 18:22 2388 ნახვა

მთავრობა მოქალაქეების იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს. ეს პირობა წლის ბოლომდე გაგრძელდება და განკუთვნილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ასევე 150 მილიონი ლარი გამოიყოფა დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის, რაც ასევე დაეხმარება სამშენებლო სექტორს. სწორედ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაზე და კორონავირუსის პრევენციაზე გაკეთდა აქცენტები პრემიერის ანგარიშში .

გიორგი გახარიას თქმით, არავინ იცის ზუსტად როგორი იქნება პანდემიის შემდგომი მსოფლიო, თუმცა მან დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ კარანტინული ზონების შემოღება, შეკრების უფლების შეზღუდვა და სხვა შემუშავებულმა რეკომენდაციებმა ქვეყანას მისცა საშუალება, შეძლებისდაგვარად გაკონტროლებულიყო ვირუსის გავრცელება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი