ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე?

26 მაისი 2020, 20:18 1349 ნახვა

გახდება თუ არა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უცვლელი მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე? მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა თითქმის 2 კვირაში ეწურება. საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს, არასამათავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. თეა წულუკიანი ქვეყნის მთავარი სასამართლოს პოსტზე, ამ ეტაპზე ერთადერთ კანდიდატად სახელდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია ვინ შეცვლის ზაზა თავაძეს, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ ყველა შემთხვევაში კანდიდატი „ქართული ოცნების“ გავლენისგან თავისუფალი იქნება. თეა წულუკიანი კანდიდატურა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი