მსოფლიო ომის ვეტერანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და მათ ფაშიზმის დამარცხების 75 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული სპეციალური მედლები გადასცეს. საქართველოში 372 ვეტერანია რეგისტრირებული. აქედან ბათუმში 17. ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია 82 წლის სვეტლანა ეფიმოვაა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული ახალქალაქში მცხოვრები 106 წლის სამველ ოგანესიანი.