საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქ ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა "რატუშე".
26 მაისს ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და საქართველოს დროით 17:10 - შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.