27 და 29 მაისს, პრემიერ მინისტრი, პარლამენტს ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური კანონმდებლებს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ბოიკოტის მიუხედავად, სხდომაში მონაწილეობას აპირებენ ოპოზიციური ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა. მას „ნაციონალური მოძრაობა“ იბარებს. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება. ამჯერად გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენ