ციტრუსის რეალიზაცია

29 სექტემბერი 2016, 00:00 4451 ნახვა

აჭარიდან საადრეო მანდარინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მოხდება. სოფელ ლეღვაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერეს და ციტრუსის საექსპორტოდ მომზადების პროცესს ადგილზე გაეცნენ. დღეს რუსეთის მიმართულებით 20 ტონა ნაყოფი გავიდა, საბოლოო ჯამში საწარმო 60 ტონა საადრეო მანდარინს მოამზადებს საექსპორტოდ. ერთ კილოგრამ ნაყოფში საწარმო ფერმერებს 1.50 ლარს გადაუხდის.

ამავე კატეგორიაში