საბრძოლო მასალა – შეფასებები

29 სექტემბერი 2016, 00:00 3938 ნახვა

,,ეს იყო კომპლექსური და ძალიან წარმატებული ოპერაცია“ - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენისთვის შესაბამის უწყებებს მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ საგანგებო განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. ნაციონალურ მოძრაობას სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა "თავისუფალი ზონის" გვერდზე გივი თარგამაძის განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ  ხელისუფლება საკუთარი სცენარით თამაშობს. პოლიტიკოსების ნაწილი კი ფიქრობს, რომ  ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება უწყებას არ ჰქონდა, რადგან შესაძლოა ეს იარაღი სპეც რაზმისთვის იყო განკუთვნილი, სხვადასხვა წერტილში ოკუპანტის წინააღმდეგ საბრძოლველად. გასაჯაროებით კი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა შესუსტდა.

ამავე კატეგორიაში