უჩვეულო ბოლო ზარი

23 მაისი 2020, 20:31 2295 ნახვა

წელს სკოლებში ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა, მოსწავლეების გარეშე.  სამთვიანი ონლაინ სწავლების შემდეგ მეთორმეტე კლასელები სიმბოლურად სკოლის შესასვლელებთან შეიკრიბნენ და ემოციები ერთმანეთს გაუზიარეს.

ახლა მათი საზრუნავი, ერთიანი ეროვნული გამოცდებია, რომლის ჩატარების ახალი დეტალებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ის იციან, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, საგამოცდო დარბაზებში, მცირე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები. ვარაუდობენ და სურვილიც აქვთ, რომ    მეორე სემესტრის სასწავლო მასალა, საგამოცდო საკითხებში არ მოხვდეს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი