ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ინფორმაციით, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, თუმცა ჟანგბად დამოკიდებული არც ერთი არ არის და მათი მდგომაროება გაუმჯობესებულია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 723 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 495. სამწუხაროდ კოვიდ 19-ს, 12 მოქალაქე ემსხვერპლა.