ღურტას მოსახლეობა კონპენსაციას ითხოვს

29 სექტემბერი 2016, 00:00 3648 ნახვა

საპროტესტო აქცია ხულოში - რამდენიმე საათით სოფელ ღურტის მოსახლეობამ სოფელ პაქსაძეების ხიდთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეთა. ადგილობრივები კომპანია ''ჭარისწყალ ჯორჯიასგან'' გვირაბის მშენებლობის შედეგად სოფელზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპენსაცია მხოლოდ  30 მდე ოჯახმა მიიღო. აქციის მონაწილეებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ესაუბრა. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, კომისიამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ოჯახი გამოავლინა, თუმცა კომპენსაცია ჯერ არავის მიუღია. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში