ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება 

22 მაისი 2020, 13:33 1456 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება. თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრა წესების და რეკომენდაციების დაცვით მოხდება. პაემნის ოთახში იქნება მინის ბარიერი. ასევე სტუმარს უნდა ეკეთოს პირბადე. 

''ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათს დილიდან შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ. ამას  პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან. მნიშვნელოვანია მსჯავრდებულების  გარე სამყაროსთან და ოჯახთან კონტაქტი მალე აღდგეს. 

თავისებურებბები დარჩება ძალაში, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულა. პრევენციული ზომები იქნება ისეთივე მკაცრი როგორც იყო აქამდე. 

მოკლევადიანი  პაემნები შედგება მინის ბარიერის გამოყენებით. ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ სანიტარულ ზომებს. იქნება ეს პირბადე თუ  სხვა'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი