პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

21 მაისი 2020, 12:20 1739 ნახვა

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება

მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ.

წელს პირველად: ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე 10 კოლეჯში და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.


► შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას.


► პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი