სამუშაო შეხვედრა ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე 

18 მაისი 2020, 20:19 1468 ნახვა

ეკონომიკური სტიმულირებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმები, სოფლის მეურნეობის  ანტიკრიზისული სტრატეგიაზე და საგაზაფხულო სამუშაოები - ამ საკითხებზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სამინისტროების ხელმძღვანელებმა. ჯანდაცვის სამინისტროს მოახლოებულ ტურიზმის სეზონთან დაკავშირებით დაევალა ეპიდემიოლოგების მაქსიმალური ჩართვა ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთის. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დასაქმების სააგენტოს დაევალა მოსახლეობის ინფორმირება კომპენსაციის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულება და დაცვა სავალდებულო იქნება „მწვანე ზონებად“ განსაზღვრული ტურისტული ადგილებისთვის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი