ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მრავალნორმიანი სასტუმრო გაიხსნა. ცნობილი თურქული ბრენდის ''ეუფორიას” სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. 415 სასტუმრო ნომერი, სავაჭრო ცენტრი, ორი კინოთეატრი, კაზინო და დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში სრულად თებერვლიდან შევა. პროექტისთვის კომპანია `მეტრო ატლას ჯორჯიამ” 90 მილიონი დოლარი დახარჯა. სასტუმროს გახსნას ქვეყნის პრემიერ მინისტრი და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.