მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება

17 მაისი 2020, 11:00 3300 ნახვა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება - ჩირუხის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია -ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად ამჯერად ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს, მუშავდება მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მერთან ერთად დაათვალიერა. ცნობისთვის ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე მდებარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი