გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვეს

16 მაისი 2020, 11:44 1278 ნახვა

გიგი უგულავამ და ირაკლი  ოქრუაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვეს.  საქართველოს პრეზიდენტმა ისინი 15 მაისს შეიწყალა. უგულავას თქმით, საკუთარი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი