ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ევროპაში დიდი ფეხბურთი ბრუნდება. კორონავირუსის პანდემიამ სხვადასხვა სფეროებთან ერთად მსოფლიო სპორტულ სამყაროსაც პრობლემები შეუქმნა. გერმანიის ბუნდესლიგა კი წამყვანი ჩემპონატებიდან პირველია, რომელიც გათამაშებას დღეს გაანახლებს.
26-ე ტურის 5 მატჩი ერთ დროს 17:30 საათზე დაიწყება. ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივრისთვის მაინც გამორჩეული დაპირისპირება ,,დორტმუნდისა’’ და ‘’შაკლეს’’ მატჩი იქნება. დორტმუნდელები საჩემპიონო ორთაბრძოლაში არიან ჩართული და 51 ქულით მეორე პოზციას იკავებენ , ხოლო გეზელკირხენელები 37 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან. ჩემპიონობის მებრძოლი ‘’ლაიფციგი’', რომელიც 50 ქულით მესამე პოზიციაზეა სახლში ‘’ფრაიბურგს’’ მიიღებს. დღეს ‘’ბუნდესლიგის’’ 26-ე ტურის 6 მატჩი ჩატარდება, ხვალ კიდევ ორი შეხვედრაა ჩანიშნული ,ხოლო ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს გაიმართება.
90 წუთში თითოეულ გუნდს 5 შეცვლის გაკეთების უფლება ექნება. გერმანიის ჩემპიონატში ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. დღეს ასევე სტარტს აიღებს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაც, სადაც 4 მატჩი არის ჩანიშნული.
უნდესლიგა შაბათი „აუგსბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 17:30 საათი „დორტმუნდი“ – „შალკე“ 17:30 საათი „დიუსელდორფი“ – „პადერბორნი“ 17:30 საათი „ჰოფენჰაიმი“ – „ჰერტა“ 17:30 საათი „ლაიფციგი“ – „ფრაიბურგი“ 17:30 საათი „აინტრახტი“ – „გლადბახი“ 20:30 საათი ბუნდესლიგა კვირა „კიოლნი“ – „მაინცი“ 17:30 საათი „უნიონი“ – „ბაიერნი“ 20:00 საათი ბუნდესლიგა ორშაბათი „ვერდერი“ – „ლევერკუზენი“ 22:30 საათი