"მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის შეწყალების თაობაზე" - ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2020, 21:32 2147 ნახვა

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში." - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. - აცხადებს ირაკლი კობახიძე 

​მისივე განცხადებით პრეზიდენტს აქვს უფლება შეწყალებასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და ამ საკითხზე, არანაირი კომუნიკაცია ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არ ყოფილა.

კობახიძის თქმით ახალა საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაა, ამ მიმართულებით კი, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს

„სამწუხაროა, რომ დროებით იძულებული ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ. დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს“, – განაცხადა კობახიძემ.

​​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი