671 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. ასეთია დღეის მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით. დღეს 10 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 393 შეადგინა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის 3 ინფიცირებული წევრი შეიყვანეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ კი 10 მარტიდან დღემდე დაახლოებით 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, საიდანაც 125-მა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
ამ ეტაპზე კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის, ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა. ქვეყანაში კორონავირუსს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.