ბათუმის ,,დინამო'' ჯანო ანანიძის დამატებას აპირებს

14 მაისი 2020, 17:40 2388 ნახვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ,,დინამო’’ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს. ბათუმელები 27 წლის ჯანო ანანიძის დამატებას აპირებენ. ინფორმაციას ბათუმური კლუბის მედიაპარტნიორი ,,პოპსპორტი’’ ავრცელებს. ,,დინამოს’’ პრეზიდენტის არჩილ ბერიძის თქმით, ბიზნეს-პარტნიორებთან და ანანიძესთან შეხვედრა ხვალ არის ჩანიშნული. ბერიძის განცხადებით ჯანო თავისუფალი აგენტია და სწორედ ამ სტატუსით მიდის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები. თავად ანანიძემ კი დაადასტურა მოლაპარაკეკების მიმდინარეობა, თუმცა ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.

27 წლის ნახევარმცველმა კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ‘’სპარტაკში’’ გაატარა. ის სხვადასხვა დროს ასევე ,,როსტოვში’’ , ,,კრილია სოვეტოვში’’ და ,,ანართოსისში’’ ასპარეზობდა.ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი 7 გოლის გატანა მოახერხა. ჯანო ანანიძის დამატების შემთვევაში ბათუმის ,,დინამოში’’ სამი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ითამაშებს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი