თბილისის საქალაქო სასამართლო შსს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება. შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ის პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული თუმცა არ გამოცხადდა. დღეს ადვოკატმა სასამართლოს ლორთქიფანიძის განცხადება გააცნო, სადაც ის აღნიშნავს რომ საქართველოში 15 ოქტომბერს დაბრუნდება და ამის შემდეგ მზადაა სასამართლოში გამოცხადდეს. განცხადებაში ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.