“საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერმა ასე უპასუხა კითხვას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის წერილზე და დასძინა, რომ “ “საქართველო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო, შეასრულებს”.
ანდრიუს კუბილიუსმა 8 მაისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება, როგორც მემორანდუმის, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული განცხადების ნაწილში: პრემიერის ამ კომენტარს უკვე მოყვა გამოხმაურებები ოპოზიცური პარტიების მხრიდან.