ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. სოფლები: წყავროკა, მუხაესტატე, გვარა და ლეღვა თითქმის ერთი თვე ჩაკეტილი იყო. დილიდან დაიწყო სოფლების შესასვლელ-გამოსასვლელებში განთავსებული ბლოკპოსტების დემონტაჟი, ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება საგანგებო სიტუაციის განსაზღვრული რეგულაციები და დაჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები.