პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარის წერილს წერილით პასუხობს. „შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს„ - აღნიშნულია არჩილ თალაკვაძოს წერილში.
მანამდე კი ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
კუბილიუსის განცხადებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას.