ბათუმის „მედალფადან“ დღეს კიდევ ორ პაციენტს გაწერენ

07 მაისი 2020, 18:25 1549 ნახვა

უკვე ერთი კვირაა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, პაციენტები კი გამოჯანმრთელებას განაგრძობენ, ამ დროისთვის კლინიკა მედალფაში 17 პაციენტი რჩება, თუმცა მედიკოსები 2 მათგანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ისინი შესაძლოა დღის ბოლომდე სახლში გაწერონ. დადებითი ტენდენციაა მთელი საქართველოს მასშტაბითაც, დღეს მეტი გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა, ვიდრე ახალი ინფიცირებული. სულ ქვეყანაში 615 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი