აჭარაში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

06 მაისი 2020, 18:02 1449 ნახვა

აჭარაში მე-6 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პაციენტები კი გამოჯანმრთელებას განაგრძობენ, დღეს მათ რიცხვს კიდევ ორი პაციენტი დაემატა და ამჟამად კლინიკა მედალფაში 17 პაციენტი რჩება, საქართველოს მასშტაბით კი დღეს ხუთჯერ მეტი გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა ვიდრე ინფიცირებული.

სამწუხაროდ კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რაც საქართველოს ამ ნაწილისთვის ვირუსის პირველი შემთხვევაა.  ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 610 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უკვე 269-ს უდრის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში