როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში ავიამიმოსვლა? საქართველოდან სხვა ქვეყნებში, საერთაშორისო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მოიხსნება.
ვინაიდან რეკომენდაციების დაცვა მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოც სავალდებულო იქნება, თვითმფრინაშვი მგზავრთა ჩასხდომა დისტანციური წესით, ანუ რამდენიმე სავარძლის გამოტოვებით უნდა მოხდეს. ეს სავარაუდოდ გაანახევრებს თვითმფრინავში მგზავრთა რაოდენობას, რამაც შესაძლოა ბილეთების ფასის გაძვირება გამოიწვიოს.