რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის დაგეგმვაზე დღეიდან ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო იზრუნებს. აკადემიური წრეებისგან შემდგარი გუნდი საგანგებო და კრიზისული სიტუაციის ფარგლებში მოამზადებს სპეციალურ რეკომენდაციებს, რომელსაც ბიზნეს სექტორსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს წარუდგენენ.
საბჭოს მუდმივმოქმედი და მოწვეული წევრები რეგიონის ეკონომიკური განვითარების ანალიზს შეიმუშავებენ და განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს.