დღეიდან განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

04 მაისი 2020, 10:00 2614 ნახვა

დღეიდან  განათლების  სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს  იწყებს.  პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება.

განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს   შეუძლია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.  

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. როდის ჩატარდება გამოცდები და რა ფორმით ამ დრომდე უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში