პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე და ქართული მედია 

03 მაისი 2020, 20:38 2315 ნახვა

თავისუფალი პრესის დღეს  მსოფლიო წელს ახალი სლოგანით ხვდება --„ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე".  მსოფლიო პანდემიის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედიის როლი და ის  რამდენად მნიშვენელოვანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.ქართველი მედიაქსპერტები თავისუფალი პრესის მნიშვნელობას და საქართველოში არსებულ მედიაგარემოს არაერთგვაროვნად აფასებენ. მიაჩნიათ, რომ  მედია   2012 წლის შემდეგ გაცილებით პლურალისტული გახდა, თუმცა მას შემდეგ რაც ხელისუფლება გავლენებს კარგავს მედიისადმი დამოკიდებულებას ცვლის.

ჩვენი რესპოდენტები თამარ კინწურაშვილი, ნათია კუპრაშვილი და მაია მეცხვარიშვილი  ქართულ მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს,   ადმინისტრაციის მხრიდან  სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მაგალითად ასახელებენ.  მათი აზრით კერძო ინტერესებისაგან დაცლა და   განთავისუფლება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ტელეარხებს სჭირდებათ. გარდა ამისა,  სოციალური მედიის გაჯანსაღება ბოლო წლებში, ისევ მთავარ  გამოწვევად რჩება.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი