ოპოზიცია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას ითხოვს

03 მაისი 2020, 17:55 1447 ნახვა

ოპოზიცია პლენარული სხდომების და საკომიტეტო მოსმენების განახლებას ითხოვს. ხელისუფლების  ოპონენტები  აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მოზიდული თანხების 85 პროცენტი კრედიტია, მთავრობა თანხებს უკონტროლოდ ხარჯავს, ბიუჯეტის პროექტი კი პარლამენტში არ წარუდგენია.

ოპოზიციის განცხადებით, კანონმდებლებმა მთავარი ფუნქცია, მთავრობაზე ზედამხედველობის უფლება, სწორედ ახლა უნდა გამოიყენონ. ოპოზიცია მოითხოვს, მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და აღდგეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იმისათვის, რომ მათ  პარლამენტთან ერთად მთავრობაზე კონტროლის გაწევა შეძლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი