ხულოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მხოლოდ ნაწილს ასწავლიან დისტანციურად. ონლაინ რეჟიმში მეცადინეობას მხოლოდ სამი - დაბა ხულოს, სოფელ ვაშლოვანისა და ქედლების აღსაზრდელები გადიან.
თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ შეიქნება სპეციალური ვებ-პლათფორმა და მომდევნო კვირიდან დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ყველა აღსაზრდელი შეძლებს. ხულოში სულ 27 ბაღი ფუნქციონირებს, სკოლამდელ განათლებას 723 ბავშვი ეუფლება.