პროფესიული განათლების განვითარების 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს ონლაინ რეჟიმში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა მათ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა წარუდგინა. ისაუბრა, იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება. დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა.