საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა

01 მაისი 2020, 22:04 1788 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 

გარდაცვლილია 83 წლის მამაკაცი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილის შემდეგ მკურნალობდა.  მას თანმხლები და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი