შეწყვეტილი ტენდერები მუნიციპალიტეტებში

01 მაისი 2020, 20:25 1566 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული ტენდერები. გასულ 2 თვეში, მხოლოდ ხულოში 5 სამშენებლო პროექტი გაჩერდა. სამუშაოების განახლებაზე ფიქრს პანდემიის დასრულების შემდეგ დაიწყებენ ქედის მერიაში. აქ საგანგებო მდგომარეობისას სამი ტენდერი შეჩერდა.

პანდემიას ასახელებენ ტენდერების შეჩერების მთავარ მიზეზად ქობულეთში, რაც ოპოზიციის პროტესტის საგანია. მმართველი გუნდის ოპონენტები საუბრობენ, რომ თვითმმართველობაში ფინანსური რესურსი არამიზნობრივად გამოიყენეს, რის გამოც პროექტების განსახორციელებლად თანხა აღარ დარჩათ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი