ქობულეთის მერია კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს მედიკამენტებს დაუფინანსებს

01 მაისი 2020, 16:26 2817 ნახვა

ქობულეთის მერია კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს რეაბილიტაციის პერიოდში მედიკამენტებს დაუფინანსებს. მერიამ გამოჯანმრთელებული პაციენტების დასახმარებლად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა.

"აპრილში ქობულეთში დაფიქსირდა COVID-19-ით ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები. დაავადებულთა რაოდენობამ შეადგინა 36, რომელთა ირგვლივ 570-მდე კონტაქტირებული პირი გამოვლინდა. ინფიცირებულ პირთა მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში. სამინისტროს ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირთა ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. განკურნებულ პაციენტთა შემდგომი 2 კვირიანი მეთვალყურეობა და იზოლაცია გრძელდება ოჯახურ პირობებში თვითიზოლაციის წესების დაცვით ან საკარანტინო სივრცეში.

მიმდინარე პერიოდისთვის პროტოკოლის დაცვით უკვე კლინიკიდან გაიწერა კლასტერთან დაკავშირებული 6 პირი. აღნიშნული პირები საჭიროებენ სხვადასხვა მედიკამენტოზურ დახმარებას რეაბილიტაციის პერიოდში, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს რეაბილიტაციის პერიოდში საჭიროების შემთხვევაში განკურნებულ პირთა მედიკამენტოზური დახმარების დაფინანსება.

თითოეულ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების მედიკამენტი" - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

ქვეპროგრამის „COVID -19 ით ინფიცირებულთა დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის" ბიუჯეტი 17 500 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი