მეორე დღეა უკრაინული პრესა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხელ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე, ერთსულოვნება მინისტრთა კაბინეტში არ არის. საკითხი არც უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულა. სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი და მძიმე კორუფციულ დანაშაულებში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის ვიცე-პრემიერობა მიუღებელია საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის.
სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, „ევროპულ საქართველოში“ გააკრიტიკეს, პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები უპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელია. საჯარო თუ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, მიხელ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას არაკეთიმეზობლურ და არაკეთილმეგობრულ ნაბიჯს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“.