იმ პირთა დახმარების საკითხს, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ კომისიური წესით შევისწავლით - მინისტრი

29 აპრილი 2020, 13:53 3987 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კომისიური წესით მოხდება იმ პირთა დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ სარფის საზღვარს და დასაქმებულები იყვნენ საზღვრისპირა რეგიონებში. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან მათ დახმარებას.

"თუ საზღვრის კვეთის დოკუმენტი მოგვცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ უცხოეთში, კომისიური წესით მოხდება დოკუმენტაციის შესწავლა და მთავარი მიდგომა იქნება, რომ ამ ადამიანებსაც მაქსიმალურად დავეხმაროთ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იმ პირთა რაოდენობა, როლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს და ქემალ ფაშასა და ხოფაში მუშაობდნენ არსებული ინფორმაციით 2000 აჭარბებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კომისიური წესით და ანალოგიური მიდგომით მოხდება ყველა თვითდასაქმებულის დოკუმენტაციის შესწავლაც, რომელიც დახმარების მიღების სურვილით სპეციალურ განაცხადს შეავსებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი