ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „სტალინირი“ იქნება - ქეთევან ციხელაშვილის შეფასება

27 აპრილი 2020, 20:39 1637 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ვითარება ტრაგიკულად შეაფასა და თქვა რომ: არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.

„ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს“-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა. ციხელაშვილის თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.

„იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედაც რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან, აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლიც არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს. განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი პირები და ამით ართმევენ მომავლის განცდას, მომავლის პერსპექტივას. რა თქმა უნდა ჩვენთვის სულერთი არ არის ამ ადამიანების ბედი, არც ახლა და არც მომავალში. გავაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც პერსპექტივასა და მომავალზეა ორიენტირებული“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი